როგორ აღმოვჩნდი ადვოკატის როლში ანუ ერთი დღით სასამართლოში

ბრალდებული :)

საქართველოში რამდენიმე წელია რაც ხორციელდება პროექტი  ,,საზოგადოებრივი პროკურატურა’’ . პროექტის მიზანია  სამართალდამცავი ორგანოების მიმართ მოზარდების ნდობის ამაღლება.   ახალციხის რაიონულმა პროკურატურამ სკოლებში არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციის მიზნით დაგეგმა იმიტირებული სასამართლოები.იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობს სურვილი ძალიან ბევრმა მოსწავლემ გამოხატა ამიტომ შედგა რამდენიმე სასამართლო პროცესი თითოეული ძალიან განსხვავებული და საინტერესო იყო ,თუმცა მოდით თავიდან დავიწყოთ .
მოსწავლეებს რამდენიმე კვირით ადრე კაზუსები დაგვირიგდა. ჩვენ დავიყავით ორ ჯგუფად: დაცვისა და ბრალდების მხარედ. იმიტირებულ პროცესში მონაწილეობა იურიდიული დხმარების სამსახურმაც მიიღო. დაცვის მხარე აღნიშნულმა სამსახურმა მოგვამზადა , ხოლო ბრალდების მხარე პროკურატურამ, თუმცა არ იფიქროთ რომ ეს იყო მზა მასალა რომელიც მხოლოს სწავლას საჭიროებდა… ჩვენ ორი კვირა ვამუშავებდით კაზუსს, ვეძებდით ხელჩასაჭიდ არგუმენტებს რათა უფრო დამაჯერებელი და საინტერესო ყოფილიყო ჩვენი გამოსვლა. მართალია, მუშაობა დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვდა, თუმცა ეს ყველაფერი  საკმაოდ საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა ჩვენთვის .

პროკურორები :)))

როგორც იქნა დადგა ნანატრი დრო და რაიონული სასამართლოს შენობაში  იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა. ძალიან ვნერვიულობდით და განვიცდიდით, თუმცა პროცესმა ძალიან კარგად ჩაიარა.  პროკურორი აღფრთოვანებული იყო. მან ისიც კი თქვა, რომ თითოეულ მოსწავლეს, რომელმაც მიიღო პროცესში მონაწილეობა უკვე თავისუფლად შეეძლო პროკურატურის თანამშრომელი გამხდარიყო.  ,,ბავშვებმა ძალიან კარგად იმუშავეს. ეს პროცესი დანაშაულის პრევენციას უწყობს ხელს”, – აღნიშნა იურიდიული დახმარების სამახურის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს უფროსმა დავით ზარიძე. მე პირადად ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და ბევრი ახალი ვისწავლე, ასევე წარმოდგენა შემექმნა იმაზეც თუ როგორ მუშაობს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი და მინდა აღვნიშნო რომ ცოტა რთული და საპასუხისმგებლო საქმეა.

დაცვის მხარე :)

სხვადასხვა სკოლაში პროცესი სხვადასხვა მხარემ მოიგო. #2 საჯარო სკოლის  პროცესში გამარჯვება წილად ბრალდების მხარეს ხვდა :) იმედი მაქვს კვლავ გაგრძელდება ეს პროექტი და სხვა ახალგაზრდებიც აქტიურად ჩაერთვებიან … 

უცნაური,სახალისო და საინტერესო დასვენება ანუ სტუმრად ანაკლიაში :)

მოკლედ საიდან მოვხვდი ამ “‘გაუგებრობაში” …
სამშაბათს ისტორიის გაკვეთილზე კლასში შემოვიდა დირექტორი… მან თქვა ხუთი მოსწავლის სახელი და გვარი, მათ შორის ჩემიც… ქალბატონმა მარინამ გვითხრა, რომ ანაკლიაში უნდა წავსულიყავით (ოთხშაბათს 04:30 ) პრეზიდენტთან შესახვედრად…. გავოგნდით(სრული ამ სიტყვის მნიშვნელობთ)… რა თქმა უნდა გახარებულებიც ვიყავით, შანსი გვეძლეოდა პრეზიდენტს პირადად შევხვედროდით და კითხვები დაგვესვა ჩვენთვის საინტერესო თემების ირგვლივ…ხუთის ნახევარიც დადგა… დავიკავეთ ავტობუსში ადგილები და  ხუთ საათზე ძლივს შევძელით ადგილიდან დაძვრა…. ახლა ორიოდე სიტყვას ავტობუსზე მოგიყვებით… ტრანსპორტი “უნიკალური” იყო… კონდინციონერიც და გამათბობელიც ორივე ცივ ჰაერს უბერავდა, როგორც გარეთ წვიმდა ისე წვიმდა ავტობუსის უკანა სკამებზეც :) )))) , არც “მაგნიტოფონი” ჰქონდა, არც რადიო და არც რამე მაგდაგვარი, კარებებიც არ იკეტებოდა ბოლომდე წესიერად და ამ ყველა სიკეთესთან ერთად, მძღოლიც გასაოცარი ხასიათის აღმოჩნდა (მხიარული და უაღრესად საინტერესო მოსაუბრე ,თანაც ხანდახან წაუძინებდა ხოლმე, ხო მეც მიკვირს იქამდე როგორ ჩავედით ცოცხლები :დ:დ:დ)გზაც ძალიან დიდი და დამღლელი იყო…თუმცა ამ რამოდენიმე საათის განმავლობაში ახალი მეგობრების შეძენაც შევძელი… ჯერ ერთმანეთს ვეჯიბრებოდით სხვადასხვა საგნების ცოდნაში, შემდეგ ქალაქობანას ვთამაშობდით, მერე ერთმანეთის მახსოვრობის უნარიც შევამოწმეთ … საერო ჯამში ავტობუსში გატარებული რამოდენიმე საათი, ხარვეზების მიუხედავად, ძალიან სახალისო იყო…ბოლოს, როგორც იქნა, მივაღწიეთ სასტუმროს.. ერთი შეხედვით კმაყოფილები დავრჩით სასტუმრო , მართლა , ძალიან ლამაზი იყო

აი სასტუმროც :)

 

 

 

ჭაღიც კაშკაშა და მიმზიდველი :)

ჭაღიც კაშკაშა და მიმზიდველი :)

სამწუხაროდ, რამდენიმე საათის გატარება გარედან სასტუმროს ცქერაში მოგვიწია, რადგან პირველები ვიყავით ჩასულები და დანარჩენ ავტობუსებს ველოდებოდით…ალბათ ასე 3 საათზე ჩავედი ავტობუსიდან და რეგისტრაცია გავიარე… შემდეგ საკონფერენციო დარბაზში შევიკრიბეთ ყველა და გადავნაწილდით წინასწარ არჩეულ სამუშაო ჯგუფებში…

ესეც ჩემი ოთახის ნომერი

მე და თამო იურიდიულზე ვიყავით ერთად და ჩვენ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა სულ ერთად დავბოდიალობდით… სამწუხაროდ ცალ-ცალკე ოთახებში მოვხვდით :( (( მე ხუთას მეექვსეში ვიყავი თამო ხუთას მეთვრამეტეში…საკონფერენციო დარბაზი…
 ოთახებში დალაგების შემდეგ ვივახშმეთ და წავედით ტრენინგზე… ტრენინგი ძალიან საინტერესო თემაზე იყო “არავერბალური უნარების სწორად გამოყენება”. მართალია, დაღლილები ვიყავით მგზავრობით, თუმცა
იმდენად კარგი ტრენერი გვყავდა, ბატონი დავითი, რომ სულ გადაგვავიწყდა დაღლილობა…შემდეგ მეორე ტრენინგი გვქონდა,რომელიც უნდა ჩაეტარებინათ ლიდერებს,მაგრამ ისეთი დაღლილები ვიყავით გადაწყვიტეს ცოტა გავემხიარულებინეთ და ანეგდოტები მოგვიყვნენ, ცოტა გამოგვაფხიზლეს :დ. ტრენინგის დამთავრების შემდეგ ოთახებში დავრუნდით მერე ვივახშმეთ…. ვახშმის შემდეგ ფოიედან სიმღერის ხმა შემოგვესმა ,რა თქმა უნდა,  მივედით და შევუერთდით იქ მყოფებს..მერე მე აჭარული ვიცეკვე თამომ-რაჭვული, მართალია არ გვაქვს გასაოცარი ხმა, მაგრამ მაინც ვიმღერეთ:დ…ერთი სიტყვით გავერთეთ. მერე თიკო შეგვხვდა და ფოტოების გადასაღებად წავედით..

სულ არ გვეძინება ხომ?

<3
მერე, ცოტა ხნით დისკოთეკაზეც შევიარეთ

:)))))

და უკვე კარგად დაღლილები დავბრუნდით ოთახებში.უი მართლა დამავიწყდა, ჩემი ოთახის აივნიდან  მაგარი ხედი იყო, თუმცა ძალიან ციოდა და დიდხანს ვერ დავტკბით ზღვის ყურებით ,სამწუხაროდ :(

    დილას ჩვენი სურვილის მიუხედავად (გაგვეგრძელებინა ძილი)მაინც მოგვიწია ადგომა…ვისაუზმეთ,აღარ დავკონკრეტდები რა მივირთვით,თორემ მეშინია ვინც ახლა მშიერი კითხულობს პოსტი არ შემოეჭამოს :დ.
    შემდეგ დღის განრიგს გავეცანით და 10 საათზე წავედით ტრენინგზე მეზობელ სასტუმრო “ანაკლიაში”. ტრენინგი იყო თემაზე თუ როგორი უნდა იყოს ძლიერი ლიდერი.ენერჯაიზერებითაც ბევრი ვიხალისეთ.შემდეგ გვქონდა წინა საარჩევნო პიარი და არჩევნები… პიარი უნდა გაგვეკეტებინა სტალინისათვის, ბილ კლინტონისათვის და მარგარეტ ტეჩერისათვის…. ჩემ გუნდს სტალინი შეხვდა და წავაგეთ :( (( ( აბა სტალინს ვინ აირჩევდა:)))))))) და საერთო ჯამში, ბატონი დათოს ტრენინგებით აი ძალიან კმაყოფილები ვიყავით…ემოციას ვერ ვმალავდით… შემდეგ სერგიმ და ზუკამ ჩაგვიტარეს ტრენინგი თემაზე”როგორ დავწეროთ სრულყოფილი პროექტი” და დავალებად მოგვცეს პროექტის დაწერა იურიდიულ თემაზე. ჩვენ , ვფიქრობ, კარგად გავართვით თავი დაკისრებულ მოვალეობას, ვიმუშავეთ გუნდურად და სასურველ შედეგსაც მივაღწიეთ, მოვიგეთ, რაღა თქმა უნდა. განრიგის თანახმად უნდა შევხვედროდით პოლიტიკოსებს,”რომლებსაც დღესდღეობით საქართველოში  ბევრი რამის შეცვლა შეუძლიათ”და ასევე დაგეგმილი იყო შეხვედრა პრეზიდენტთან ,თუმცა რაღაც მიზეზების გამო მეორე დღისთვის გადაიდო. აი ამის შემდეგ დაიწყო ყველაზე საინტერესო. დაპირებულ ბანკეტამდე სულ რამოდენიმე საათიღა რჩებოდა. სტუმრად გვეწვია სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ბატონი ლადო ვარძელაშვილი. მინისტრი ძალიან თბილი და უშუალო პიროვნება აღმოჩნდა. ბანკეტზე კარგად გავერთეთ, შევასრულეთ სხვადასხვა ნომრები იცეკვეთ, ვიმღერეთ შემდეგ გაიმართა გრანდიოზული დისკოთეკა…

ეს ბანკეტი

მეორე დღესაც ავდექით 08:30_ზე ძალიანაც არ გვინდოდა მაგრამ… დილიდან ვემზადებოდით პრეზიდენტთან შესახვედრად… მაგრამ სამწუხაროდ ბატონმა პრეზიდენტმა ვერ შეძლო ჩამოსვლა… ამასობაში ჩვენი სახლში წამოსვლის დროც დადგა :( (( მართალია სულ რაღაც 2 დღე ვიყავით ერთად მაგრამ მაინც ძალიან დაგვწყდა გული :( (((  ამ ორ დღეში შევიძინე ახალი მეგობრები,ასევე გავიღრმავე ცოდნა :) ))) ძალიან გამახარა ინ ფაქტმაც, რომ ბავშვები მისდევდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით…ჩვენი მიზანიც სწორედ ის არის, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა შემოვიერთოთ , რათა ერთად ვიბრძოლოთ მშვიდობის მშენებლობისათვის ჩვენს ქალაქში, ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში….ბავშვებო მენატრებით..:((((((((  ანაკლიაააა :( ((((((((((  <3

This slideshow requires JavaScript.

რაში მჭირდება ბლოგი ანუ შექმნის მიზეზები…

პირველ რიგში მოგესალმებით, მე მარიამი ვარ (18 წლის) .ნამდვილად არ მოგატყუებთ თუ ვიტყვი რომ საკმაოდ აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობ, ჩართული ვარ საკმაოდ ბევრ ახალგაზრდულ პროექტში . ბლოგის შექმნა გადავწყვიტე მას შემდეგ რაც ბევრი საინტერესო მასალა დამიგროვდა ისეთი  რომელიც, ჩემი აზრით, ჩემს თანატოლებსაც გამოადგებათ. ამიტომ პერიოდულად შევეცდები დავამატო ისინი და კიდევ ის სიახლეები რაც ჩემს ირგვლივ მოხდება :) ასევე შევეცდები გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, თქვენგან კი  მივიღო შენიშვნები და რჩევები    <3